17 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით გავიარეთ ტრენინგი "ინტელის საგანმანათლებლო კურსი" ,პროექტებით სწავლა, ისტ-ის ინტეგრირებით. ტრენინგი იყო მეტად დატვირთული, შრომატევადი,მაგრამ ძალიან საინტერესო. ისტის გამოყენება სწავლების დროს ძალიან საინტერესოა და იწვევს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას სასწავლო პროცესში. პროექტის სწავლება მოსწავლეებს უვითარებს 21-ე საუკუნის უნარებს, სოციალურ უნარებს, თანამშრომლობას, მაღალ სააზროვნო უნარებს და ა.შ. ტრენერის დახმარებით მოვახერხე მოცემული დავალების შესრულება და შევქმენი შინაარსიანი საქაღალდე.