Monday, July 4, 2016

კურსის რეფლექსია

17 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით გავიარეთ ტრენინგი "ინტელის საგანმანათლებლო კურსი" ,პროექტებით სწავლა, ისტ-ის ინტეგრირებით. ტრენინგი იყო მეტად დატვირთული, შრომატევადი,მაგრამ ძალიან საინტერესო. ისტის გამოყენება სწავლების დროს ძალიან საინტერესოა და იწვევს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას სასწავლო პროცესში. პროექტის სწავლება მოსწავლეებს უვითარებს 21-ე საუკუნის უნარებს, სოციალურ უნარებს, თანამშრომლობას, მაღალ სააზროვნო უნარებს და ა.შ. ტრენერის დახმარებით მოვახერხე მოცემული დავალების შესრულება და                                   შევქმენი შინაარსიანი საქაღალდე.

Thursday, June 30, 2016

ტრენინგის მერვე დღეს გავეცანით მეექვსე მოდულს "პროექტის დაგეგმვა" გავეცანით დაჯგუფების საინტერესო ფორმებს.დიფერენცირებით სწავლებას. განვიხილეთ ფასილიტაციის ნიმუშებს.

Wednesday, June 29, 2016

მეშვიდე დღეს განვიხილეთ "ვიუერის "მეხუთე მოდული."მოსწავლეთა პროექტების შეფასება" გავეცანით როგორ უნდა შევაფასოთ მოსწავლე, როგორ შეიძლება ჩავრთოთ მოსწავლეები შეფასების პროცესში. რუბლიკების ბიბლიოთეკაში შევარჩიეთ შესაბამისი ინსტრუმენტები.

Monday, June 27, 2016

ტრენინგის მეექვსე დღე საკმაოდ დატვირთული და შრომატევადი იყო საკითხთა მრავალფეროვნებით და სიახლეებით. განვიხილეთ მე-4 მოდული. გავეცანით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებს, განვიხილეთ პოვერპოინტში დიზაინის შექმნა და შეცვლა.შევისწავლეთ თუ როგორ უნდა მოვახერხოთ ფაილის ინტეგრირება პოვერპოინტში.

Wednesday, June 22, 2016

ტრენინგის მეოთხე დღეს განვიხილეთ არჩეული სტრატეგიები და მიზნები, შევადგინეთ კითხები. ვიმუშავეთ მეორე მოდულის მესამე აქტივობაზე. შევქმენით მოსწავლეთა საჭიროების მქონე ინსტრუმენტები.

Tuesday, June 21, 2016

ტრენინგის მესამე დღეს გავეცანით მეორე მოდულს "სასწავლო პროექტის დაგეგმვა"
 თემიდან გამომდინარე შევარჩიეთ საგნობრივი სტანდარტები. ვიმუშავეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმაზე.განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების მაგალითები.

Saturday, June 18, 2016

მეორე დღის რეფლექსსია

დავასრულეთ პირველი მოდულის განხილვა "პროექთებით სწავლება" განვიხილეთ ბლოგ-სქემა და შევქმენით პუბლიკაციები. ვარ ძალიან კმაყოფილი ჩატარებული ტრენინგით.